20 წლის კაილი ჯენერი ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მოხვდა

20 წლის კაილი ჯენერი ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მოხვდა
შოუბიზნესი / ივლისი 12, 2018

ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქალების რეიტინგი შეადგინა, რომლის 27-ე ადგილზე 20 წლის კაილი ჯენერი მოხვდა. გამოცემამ იმ ადამიანების მონაცემები მოაგროვა, ვინც ქონება დამოუკიდებლად მოაგროვეს და მემკვიდრეობით არ მიუღიათ.

კაილიმ არა მარტო უკან ჩამოიტოვა ცნობილი და, კიმ კარდაშიანი (იგი 350 მილიონით 54-ე ადგილს დასჯერდა), არამედ მარკ ცუკერბერგის რეკორდიც მოხსნა, რომელმაც პირველი მილიარდი 23 წლის ასაკში გამოიმუშავა.

გამოცემის ცნობით, ასეთივე ტემპით მიდის კაილის ბიზნესი, რომელიც მილიარდიან ნიშნულს მომავალ წელს გადასცდება, როდესაც მისი მეპატრონე მხოლოდ 21 წლის იქნება. Kylie Cosmetics 2 წლის წინ შეიქმნა.

საკვანძო სიტყვები