ზეინ მალიკს ჯიჯი ჰადიდის დაბრუნება სურს

ზეინ მალიკს ჯიჯი ჰადიდის დაბრუნება სურს
შოუბიზნესი / მარტი 22, 2018

ერთი კვირის წინ, ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზად მათ გადატვირთული გრაფიკი დაასახელეს, რომლის გამოც ისინი კონტაქტს ვეღარ ახერხებდნენ. მაშინ მალიკმა ჯიჯის არაჩვეულებრივი ქალი და მეგობარი უწოდა, რომელიც ყოველთვის ეყვარება.

თუმცა ამჟამად, მუსიკოსთან დაახლოებული წყარო ირწმუნება, რომ მალიკი ამ გადაწყვეტილებას ნანობს და მისი დაბრუნება სურს. „მას ნამდვილად უყვარდა და უყვარს ჯიჯი და ყველაფერს გააკეთებს, რომ ის დაიბრუნოს“, – აცხადებენ ინსაიდერები.

საკვანძო სიტყვები