ყველაზე ლამაზი ქალების საშუალო ასაკი გამოვლინდა

ყველაზე ლამაზი ქალების საშუალო ასაკი გამოვლინდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 13, 2017

ბოსტონის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ლამაზი ქალების საშუალო ასაკი 38 წლამდე გაიზარდა. მათ 90-იანი წლებიდან 2017 წლამდე არსებული მონაცემები შეაჯამეს და დაადგინეს, რომ თუ წლების წინ, ეს ასაკი 32-33-ს შეადგენდა, ახლა ამ რიცხვმა 38-39 წლამდე მოიმატა.

აღნიშნული ცვლილება ისეთი ვარსკვლავების დამსახურებაა, როგორებიც შერონ სტოუნი (59 წლის), მიშელ პფაიფერი (59 წლის) და ჯულია რობერტსი (49 წლის) არიან. ისინი აღნიშნულ რეიტინგში 1990 წელსაც იყვნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებს შორის სულ უფრო მეტი ფერადკანიანი ხვდება. 1990 წელს თეთრი ქალები სიის 88%-ს მოიცავდნენ, დღეს კი ეს რიცხვი 70%-მდე დაეცა.