ყველა დროის ყველაზე მოსაწყენი ფილმები გამოვლინდა

ყველა დროის ყველაზე მოსაწყენი ფილმები გამოვლინდა
შოუბიზნესი / დეკემბერი 7, 2017

დიდ ბრიტანეთში ყველა დროის ყველაზე მოსაწყენი ფილმები გამოვლინდა. რეიტინგი წამყვანმა კინოკრიტიკოსებმა შეადგინეს. პირველ ადგილზე 2015 წლის „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ განთავსდა. მან 34% მოაგროვა.

მეორე ადგილზე „მოჩვენება ბლერიდან“ 29%-ით გავიდა, მესამეზე კი „ვარსკვლავური ომები“ 26%-ით განთავსდა.

ათეულში ასევე მოხვდა: „კუზიანი მთა“, „ტრანსფორმერები“, „ფოსტალიონი“, „ავსტრალია“, „ვანილის ცა“ და „შვიდი წელი ტიბეტში“.