ყველა დროის საუკეთესო ალბომი დასახელდა

ყველა დროის საუკეთესო ალბომი დასახელდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 2, 2018

ჟურნალ Classic Rock-ის მკითხველმა, Pink Floyd-ის The Dark Side of The Moon ,,ყველა დროის საუკეთესო ალბომად” დაასახელა.

ჩამონათვალში ასევე ლეგენდარული ბენდის 1975 წელს გამოცემული ფირფიტა Wish You Were Here მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემის მკითხველმა საუკეთესოდ აღიარა Led Zeppelin-ის 3 და The Beatles-ისა და AC/DC-ის 2 დისკი.

ყველა დროის საუკეთესო ალბომთა ათეული ასეთია:

1. The Dark Side of The Moon – Pink Floyd
2. IV – Led Zeppelin
3. II – Led Zeppelin
4. Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band – The Beatles
5. Wish You Were Here – Pink Floyd
6. Appetite for Destruction – Guns N’ Roses
7. Back in Black – AC/DC
8. Abbey Road – The Beatles
9. Highway to Hell – AC/DC
10. Led Zeppelin – Led Zeppelin

შეგახსენებთ, რომ The Dark Side of the Moon – Pink Floyd-ის მერვე სტუდიური ალბომია, რომელიც 1973 წლით თარიღდება. ფირფიტა ჯგუფის მიერ მანამდე შექმნილ ჩანაწერებსა და საკონცერტო გამოსვლებს ეფუძნება, თუმცა არ შეიცავს ვრცელ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც კოლექტივის შემოქმედებას 1968 წლიდან ახასიათებდა.

The Dark Side of the Moon-ში მიმოხილულ თემებს შორისაა: კონფლიქტები, სიხარბე, დრო და გონებრივი შეშლილობა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ სიდ ბარეტის პიროვნებითაა შთაგონებული.