ყურსასმენმა Pixel Buds ახალი ფუნქციები მიიღო

ყურსასმენმა Pixel Buds ახალი ფუნქციები მიიღო
Hi Tech / მაისი 16, 2018

Google-ის ყურსასმენმა სახელად Pixel Buds ახალი ფუნქციები მიიღო: თქვენ შეგეძლებათ სამჯერ შეეხოთ მარჯვენა ყურსასმენს, რათა ჩართოთ ან გამორთოთ Pixel Buds.

ასევე, შეგიძლიათ ორჯერ დააჭიროთ ღილაკს, რათა შემდეგ სიმღერაზე გადახვიდეთ. ამისთვის Pixel Buds-ის პარამეტრები უნდა გაასწოროთ Google Assistant-ის აპლიკაციაში.

ამას გარდა, თუ კონკრეტული სიმღერის მოსმენა არ გინდათ, ხმოვანი ბრძანებით შეგიძლიათ შემდეგზე გადახვიდეთ.

საკვანძო სიტყვები