ყურსასმენი, რომელიც სამყაროს შეცვლის

ყურსასმენი, რომელიც სამყაროს შეცვლის
Hi Tech / ოქტომბერი 9, 2017

6 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოში კომპანია Google-ის ახალი უსადენო ყურსასმენების, Buds-ის პრეზენტაცია შედგა. სიახლის გამოყენება Pixel-ის მეორე თაობის სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი.

ყურსასმენის წარმომადგენლების თქმით, მისი შექმნით მათ სამყარო შეცვალეს. Buds-ს შეუძლია, რეალურ რეჟიმში ტექსტი 40 ენაზე თარგმნოს. ეს ყველაფერი კი დედამიწაზე  ადამიანების ურთიერთობას მომავალში მკვეთრად შეცვლის.

იმისათვის, რომ ფუნქციით ისარგებლოთ, საკმარისია ღილაკზე ხელის ხანგრძლივი დაჭერით გამოიძახოთ Google Assistant და მას რომელიმე ენაზე დალაპარაკება სთხოვოთ. მიკროფონი მარტივად ამოიცნობს ფრაზას და მის თაგმნილ ვერსიას შემოგთავაზებთ.

ბრენდის ოფიციალურ მაღაზიაში გაჯეტის ფასი 160 დოლარი იქნება.

 

საკვანძო სიტყვები