,,ყოველთვის მეყვარები” – ბიონსემ ტონი ბრექსტონი განასახიერა

,,ყოველთვის მეყვარები” – ბიონსემ ტონი ბრექსტონი განასახიერა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 31, 2018

31 ოქტომბერს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის კი ამერიკა ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. სპეციალურად ამ დღისთვის ცნობილები თავს ორიგინალური კოსტიუმებით იწონებენ, თუმცა ყველასთვის საინტერესო ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად მოექცნენ ყურადღების ცენტრში. ამის ერთ-ერთი დასტურია ბიონსე, რომელმაც ჰელოუინისთვის ტონი ბრექსტონის 1993 წლის იმიჯი გაიმეორა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

37 წლის ვარსკვლავმა ამერიკელი მომღერლის ის ვიზუალი მოირგო, რომლითაც R&B შემსრულებელი სადებიუტო სტუდიური ალბომის გარეკანზე გამოჩნდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

,,ფონი ბრექსტონი”, – სწორედ ასე დაასათაურა ბიონსემ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და იქვე აღნიშნა:

,,გმადლობ, უამრავი ჰიტისთვის. შენი ტალანტი შეუფასებელია. ყოველთვის მეყვარები.

 

საკვანძო სიტყვები