Yahoo-მ ახალი საკომუნიკაციო მესენჯერი გამოუშვა

Yahoo-მ ახალი საკომუნიკაციო მესენჯერი გამოუშვა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 5, 2018

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Yahoo ახალი საკომუნიკაციო აპლიკაცია Yahoo Together გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ მესენჯერი მომხმარებელს ჯგუფურ ჩატს სთავაზობს და კომუნიკაციის გასაადვილებლად მას სხვადასხვა თემებად ჰყოფს.

მესენჯერს ასევე ჯგუფური ნოტიფიკაციის ფუნქცია აქვს, რომელიც ღონისძიებების დაგეგმვასა და მეგობრებისთვის მის შეხსენებას აადვილებს.

Yahoo Together iOS-ისა და Android-ის აპლიკაციებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

საკვანძო სიტყვები