XXXTentacion ,,საუკეთესო ახალი ჰიჰ-ჰოპ არტისტია”

XXXTentacion ,,საუკეთესო ახალი ჰიჰ-ჰოპ არტისტია”
შოუბიზნესი / ოქტომბერი 9, 2018

ამ დღეებში, მაიამი ბიჩზე, BET Hip Hop Awards გაიმართა, რომლის ჩანაწერი Black Entertainment Television-ის ეთერში 16 ოქტომბერს გავა.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო პრემიერამდე, ქსელში დაჯილდოებიდან ის ვიდეო მოხვდა, სადაც Best New Hip Hop Artist-ის ნომინაციაში გამარჯვებულს ავლენენ.

როგორც ვიდეოდან ვიგებთ, ,,საუკეთესო ახალ ჰიპ-ჰოპ არტისტად”, რომელშიც BlocBoy JB, Juice Wrld, Lil Baby, Rich the Kid და XXXTentacion იყვნენ ნომინირებული, გამარჯვებულად ეს უკანასკნელი სახელდება, რომელიც 18 ივნისს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, 20 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საპატიო ჯილდოს რეპერის დედას, კლეოპატრა ბერნარდს გადასცემენ.