Xiaomi-ს ახალი მოწყობილობა კოღოების წინააღმდეგ „ბრძოლაში“ დაგეხმარებათ

Xiaomi-ს ახალი მოწყობილობა კოღოების წინააღმდეგ „ბრძოლაში“ დაგეხმარებათ
Hi Tech / ივნისი 6, 2018

Xiaomi-ს ახალი დევაისი Mijia Mosquito Repellent განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გამოგადგებათ, როდესაც ჩვენი დიდი ძალისხმევა კოღოების წინააღმდეგ „ბრძოლას“ ხმარდება.

Xiaomi Mijia Mosquito Repellent საკმაოდ იაფი, 10 დოლარი ღირს და გაყიდვაში ის 8 ივნისიდან გამოვა.

დევაისის კორპუსში სპეციალური ხსნარია მოთავსებული, რომელიც მისი ჩართვის შემდეგ ჰაერში ორთქლდება და კოღოებს აფრთხობს.

თუკი მწარმოებელს დავუჯერებთ, მოწყობილობა ეფექტურ მუშაობას 720 საათის (30 დღე-ღამე) განმავლობაში განაპირობებს, ხოლო ეკონომიური მოხმარების შემთხვევაში, გაჯეტი მთელი ზაფხული გეყოფათ. მეტი ეფექტურობისთვის, შეგიძლიათ ის დააყენოთ ტაიმერზე და მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები