Xiaomi Mi 8 რამდენიმე წამში გაიყიდა

Xiaomi Mi 8 რამდენიმე წამში გაიყიდა
Hi Tech / ივნისი 13, 2018

Xiaomi-მ სმარტფონ Mi 8-ის გაყიდვების მეორე ტალღა ჩაუშვა და ამჯერადაც შთამბეჭდავი რეზულტატი დადო.

ცნობილია, რომ მოწყობილობის პირველი პარტია ერთ წუთსა და 37 წამში გაიყიდა, მეორეს კი ერთი წუთიც არ დასჭირვებია და მაღაზიების თაროებიდან ის რამდენიმე წამში გაქრა.

შეგახსენებთ, რომ სმარტფონს 6,21 დიუიმიანი Super AMOLED-ეკრანი აქვს, Full HD+ გარჩევადობით. რაც შეეხება ფასს, 6/64 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე ვერსია 421 დოლარი, 6/128 გიგაბაიტიანი – 458, ხოლო 6/256 გიგაბაიტიანი – 515 დოლარი ღირს.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები