Xiaomi-მ თმის დასასწორებელი უთო გამოუშვა

Xiaomi-მ თმის დასასწორებელი უთო გამოუშვა
Hi Tech / მაისი 25, 2018

კომპანია Xiaomi-მ თმის დასასწორებელი უთო გამოუშვა.

მოწყობილობას Yueli Hot Steam ჰქვია და მისი ღირებულება 31 დოლარია.

უთო დამზადებულია ისეთი პრინციპით, რომ 360 გრადუსზე ტრიალდება და მასში თმა არ ჩაიხვევა. კაბელის სიგრძე 2,5 მეტრს შეადგენს.

უთოს ჩართვას შუქის ინდიკატორით გაიგებთ. კორპუსის ზედაპირზე კი არსებობს კერატინის დასამატებელი ადგილი, რომელიც თმის დასწორებისთვის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს.