Xiaomi-მ საბავშვო სავარძელი შექმნა

Xiaomi-მ საბავშვო სავარძელი შექმნა
Hi Tech / აპრილი 16, 2018

Xiaomi-ს ფართო ასორტიმენტს მორიგი პროდუქტი შეემატა და ეს ავტომობილის საბავშვო სავარძელია. სიახლე ჩინურმა კომპანიამ QBORN-თან ერთად შექმნა და მას QBORN Child Safety Seat ჰქვია.

სავარძელზე მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მან 120 სხვადასხვა სახის შემოწმება გაიარა, შედეგად კი 3C და ECE სერთიფიკატები მიიღო.

სიახლე 9 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. სავარძლის რბილი ნაწილი მყარ ჩარჩოშია ჩასმული, რაც კონსტრუქციის საიმედოობას განაპირობებს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა ის გაყიდვაში, თუმცა ცნობილია ფასი და ის 159 დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები