Xiaomi-მ ნოუთბუქის ზურგჩანთა წარმოადგინა

Xiaomi-მ ნოუთბუქის ზურგჩანთა წარმოადგინა
Hi Tech / ივნისი 11, 2018

კომპანია Xiaomi-მ ოფიციალურად წარმოადგინა ნოუთბუქის ზურგჩანთა Commuter Backpack, რომელიც იდეალური დიზაინითა და ხარისხით გამოირჩევა.

მასში მაქსიმალური – 15,6 დიუიმი ზომის ნოუთბუქი ეტევა. მწარმოებელი ირწმუნება, რომ მოწყობილობა მასში არ დაზიანდება, მათ შორის არც წყლის ზემოქმედებისგან, რადგან ჩანთა წყალგაუმტარი, ტყავნარევი ქსოვილისგან არის დამზადებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ წვიმაში მოხვდებით, მასში მოთავსებული ნივთები არ დაზიანდება.

ზურგჩანთა უნიკალური იმითაც არის, რომ სპეციალური დიზაინის წყალობით, დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ზურგზე, ისე, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩანთა, ტკივილი არ შეგაწუხებთ.

Xiaomi Commuter Backpack დაახლოებით 39 დოლარი ღირს.

საკვანძო სიტყვები