Xiaomi ახალ უსადენო დამტენს გამოუშვებს

Xiaomi ახალ უსადენო დამტენს გამოუშვებს
Hi Tech / ივლისი 6, 2018

Mi MIX 2S – ეს არის Xiaomi-ს პირველი ტელეფონი, რომელსაც უსადენო დამტენის მხარდაჭერა აქვს. მის რელიზთან ერთად შედგა უსადენო მოწყობილობის – Mi Wireless-ის პრეზენტაციაც. ამჯერად კი გაჩნდა ინფორმაცია დამტენის მეორე თაობის შესახებ.

პანელი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და მას უკვე საიდენტიფიკაციო Qi ნომერიც გააჩნია.

ამას გარდა, ხელმისაწვდომია მოწყობილობის გამოსახულებაც. დიზაინი მისი წინამორბედისგან გასხვავდება. ის შავი ფერის მრგვალ გაჯეტს წარმოადგენს, რომელსაც წინ მწვანე შუქი აქვს. ამ ეტაპზე უცნობია, კომპანია მას ცალკე გამოუშვებს, თუ რომელიმე სმარტფონთან ერთად, როგორც ეს წინა შემთხვევაში იყო.

არსებობს ვარაუდი, რომ დამტენის პრეზენტაცია სმარტფონ Mi MIX 3-ის რელიზთან ერთად შედგება.

საკვანძო სიტყვები