“წყლის ფორმას” პლაგიატში ადანაშაულებენ 

“წყლის ფორმას” პლაგიატში ადანაშაულებენ 
შოუბიზნესი / თებერვალი 22, 2018

„წყლის ფორმის“ შემქმნელებს ფილმის სიუჟეტის პლაგიატში ადანაშაულებენ. სარჩელში ნათქვამია, რომ რეჟისორმა გილერმო დელ ტორომ, პროდიუსერმა დენიელ კრაუსმა და სტუდიამ Fox Searchlight „სპეციალურად გადააკოპირა მთავარი გმირების, ისტორიისა და თემის ელემენტები“ და ის დრამატურგ პოლ ზინდელას პიესის მოპარულ ვერსიას წარმოადგენს.

სარჩელის ავტორი მწერლის შვილი, დევიდია. ის დარწმუნებულია, რომ ცნობილი ფილმის სიუჟეტი 1969 წელს გამოსული პიესის, „გამაგონე შენი ჩურჩული“ მისაკუთრებული ვერსიაა.

სტუდია Fox Searchlight-მა უკვე გააკეთა პირველი კომენტარი და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ „წყლის ფორმა“ მრავალი პრესტიჟლი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამას გარდა, ის „ოსკარის“ 13 ნომინაციაზეა წარდგენილი.