„წყლის ფორმამ“ მექსიკაში „ვარსკვლავური ომები“ „დაამარცხა“

„წყლის ფორმამ“ მექსიკაში „ვარსკვლავური ომები“ „დაამარცხა“
შოუბიზნესი / მარტი 12, 2018

„ოსკარის“ შემდეგ, გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმისადმი“ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. სწორედ ამის გამო, მექსიკის კინოგაქირავებაში მისმა მოგებამ 13,9 მილიონ დოლარს მიაღწია და ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა, რათა მას უკან 2017 წლის ყველაზე წარმატებული პროექტი – „ვარსკვლავური ომები 8: უკანასკნელი ჯედაი“ მოეტოვებინა, რომელმაც მექსიკურ ბაზარზე 13,6 მილიონი გამოიმუშავა.

„წყლის ფორმამ“ მსოფლიოს მასშტაბით 130 მლნ. გამომიუშავა. შეგახსენებთ, რომ ფილმმა „ოსკარის“ 4 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის იყო მთავარი კატეგორიები- „წლის ფილმი“ და „საუკეთესო რეჟისორი“.