წონაში მკვეთრად მომატებული შარლიზ ტერონი ახალი ფილმის თიზერში (ვიდეო)

წონაში მკვეთრად მომატებული შარლიზ ტერონი ახალი ფილმის თიზერში (ვიდეო)
შოუბიზნესი / თებერვალი 2, 2018

მიმდინარე წლის აპრილში შარლიზ ტერონის მონაწილეობით კომედია „ტალია“ გამოვა. ფილმის გადაღებებიდან ფოტოები ქსელში ხშირად ხვდებოდა, საიდანაც ჩანდა, რომ ლამაზმანმა როლისვის წონაში მკვეთრად მოიმატა.

ამჯერად ქსელში ფილმის ახალი თიზერი გამოქვეყნდა. ფილმის სიუჟეტი მარავლშვილიანი დედის გარშემო ვითარდება, რომელსაც უამრავი საქმე აქვს, თუმცა მისი ცხოვრება ძიძის გამოჩენის შემდეგ იცვლება.

შეგახსენებთ, რომ ტერონის გარდა მასში მაკენზი დევისს, რონ ლივინგსტონს, ემილი ჰეინსა და სხვა ვარსკვლავებსაც ვიხილავთ.

საკვანძო სიტყვები