ანჯელინამ შვილს ნამცხვრები გამოუცხო და კარატეზე მიუტანა

ანჯელინამ შვილს ნამცხვრები გამოუცხო და კარატეზე მიუტანა
შოუბიზნესი / ნოემბერი 13, 2017

42 წლის ანჯელინა ჯოლი მზრუნველი დედაა. როგორც აღმოჩნდა, მას თავად დაჰყავს შვილები სხვადასხვა წრეზე.

ჰელოუინისთვის ვარსკვლავმა 9 წლის ქალიშვილს, ვივიენს კარატეს სკოლაში Shaolin American Self Defense Academy ყველა ბავშვისთვის თემატური ნამცხვრები მიუტანა. ვივიენის 12 ჯგუფელი და მათი მშობლები ცნობილი მსახიობის საქციელით სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ვივიენი ვარჯიშობს, ანჯელინა უყურებს და იღიმის, ეს ძალიან სასიამოვნოა“, – ყვება ერთ-ერთი მშობელი პრესასთან.

წყარომ ისიც დასძინა, რომ სანამ ვივიენი ვარჯიშზეა, ანჯელინა მუდმივად სცენარს კითხულობს

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა დისნეის მულტფილმში „The One and Only Ivan“ ერთ-ერთ პერსონაჟს გაახმოვანებს.

 

საკვანძო სიტყვები