წლევანდელი კანის კინოფესტივალის ყველაზე ძვირადღირებული კაბა ცნობილია

წლევანდელი კანის კინოფესტივალის ყველაზე ძვირადღირებული კაბა ცნობილია
შოუბიზნესი / მაისი 14, 2018

როგორც აღმოჩნდა, წლევანდელ კანის კინოფესტივალზე ყველაზე ძვირადღირებული კაბა არა ოსკაროსან ჯულიანა მურს ან Chanel-ის მუზას, კრისტენ სტიუარტს, ან ჟიურის თავმჯდომარეს, კეიტ ბლანშეტს, არამედ მოდის ბლოგერს, ბრაზილიელ კამილა კოელიოს ეცვა.

შავი კაბა აბრეშუმის ღია ზურგით, ხავერდისა და ორგანზისგან მისთვის ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo-ს დიზაინერებმა შექმნეს და მისი ღირებულება მილიონი დოლარია. კაბის ხელით შექმნაში 500 საათი დაიხარჯა.

კაბას კამილამ ლაკონური შავი ფეხსაცმელი და საიუველირო სახლ Messika-ს სამკაული მოუხდინა.