Windows 7 ძველ მოწყობილობებზე აღარ განახლდება

Windows 7 ძველ მოწყობილობებზე აღარ განახლდება
Hi Tech / ივნისი 22, 2018

Intel Pentium 4-ის პროცესორების მქონე კომპიუტერები Windows 7-ის განახლებას ვეღარ მიიღებენ.

კომპანია Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე, ტექნიკურ განყოფილებაში ნათქვამია, რომ Windows 7-ის ოპერაციული სისტემა 2020 წლის იანვრამდე განახლდება. ამ დროისათვის, უფრო ძველი მოწყობილობების მქონე მომხმარებლები, ტექნიკურ მხარდაჭერას აღარ იღებენ.

მიმდინარე წლის მარტში,  Microsoft-მა ახალ პროტოკოლებთან თავსებადობის პრობლემაზე პირველად ისაუბრა. თუმცა, მაშინ მან ამ პრობლემის გადაწყვეტის შესახებ ისაუბრა.

 

საკვანძო სიტყვები