Windows 10-მა მონაცემთა დაცვის ახალი სისტემა შექმნა (ვიდეო)

Windows 10-მა მონაცემთა დაცვის ახალი სისტემა შექმნა (ვიდეო)
Hi Tech / თებერვალი 12, 2018

ბევრი მომხმარებელი დიდი ხანია მიხვდა, რომ პირადი მონაცემების დაცვისთვის ჩვეულებრივი პაროლის გამოყენება მოძველებული და არასაიმედო საშუალებაა.

სწორედ ამიტომ, მთელი რიგი კომპანიები პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა სიახლეს იგონებენ. ერთ-ერთი მათგანია Windows Hello, რომელიც Windows 10-ში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. განბლოკვისთვის ის იყენებდა თითის ანაბეჭდს ან ახდენდა სახის სკანირებას.

თუმცა კომპანიებმა Fujitsu და Microsoft დაცვის სისტემა კიდევ უფრო დახვეწეს და ახალ ეტაპზე აიყვანეს. ამიერიდან, Windows Hello-ს დახმარებით შესაძლებელია კომპიუტერის მეპატრონე ხელისგულზე განლაგებული ვენური სქემით ამოიცნოს. მომხმარებელი ვალდებული იქნება, მხოლოდ სპეციალურ სკანერზე ხელის გული დაადოს და დადებითი პასუხის შემთხევვაში კომპიუტერი თავად განიბლოკება.

აღნიშნულ სიახლეს Fujitsu-მ PalmSecure უწოდა.

საკვანძო სიტყვები