ვირტუალური რეალობის ქურთუკი, რომლითაც შეგრძნებებს გადმოგცემთ

ვირტუალური რეალობის ქურთუკი, რომლითაც შეგრძნებებს გადმოგცემთ
Hi Tech / მაისი 8, 2018

ვირტუალურ რეალობას სულ უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამას ისიც ადასტურებს, რომ მწარმოებლები ამ ტექნოლოგიას სულ უფრო მეტად ავითარებენ.

ცოტა ხნის წინ, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა კომპანია Disney-თან თანამშრომლობით შექმნეს უნიკალური ქურთუკი, რომელიც ფიზიკურ მგრძნობელობას გადმოსცემს.

სულ მას 10 სხვადასხვა შეგრძნების გადმოცემა შეუძლია, მაგალითად დარტყმა, ჩახუტემა, შეხება და ა.შ. ეს ყველაფერი კი სენსორებისა და 26 ვიდეოკამერის დახმარებით.

ქურთუკი 2 კილოგრამს იწონის, თუმცა მომავალში მისი დამსუბუქება იგეგმება.

გაჯეტის ფასი ამ დროისთვის უცნობია.

 

საკვანძო სიტყვები