ვიქტორია ბექჰემმა Spice Grils-ის გაერთიანება უარყო

ვიქტორია ბექჰემმა Spice Grils-ის გაერთიანება უარყო
შოუბიზნესი / თებერვალი 12, 2018

Spice Grils-ის ყოფილმა წევრმა, ვიქტორია ბექჰემმა კოლექტივის გაერთიანების შესახებ გვარცელებული ხმები უარყო.

„მე არ ვაპირებ მათთან ერთად გამოსვლას. არც Spice Girls მიემგზავრება ტურნეში“, – განაცხადა მან ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.

ამ მომენტისთვის, ყოფილი მომღერალი და ამჟამად ტანსაცმლის დიზაინერი ნიუ-იორკში ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენებისთვის ემზადება.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები