ვიქტორია ბექჰემმა Spice Girls-ის გაერთიანება დაადასტურა

ვიქტორია ბექჰემმა Spice Girls-ის გაერთიანება დაადასტურა
შოუბიზნესი / თებერვალი 5, 2018

ვიქტორია ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ ჯგუფ Spice Girls-ის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. სოციალურ ქსელში მან ემა ბანტონთან, ჯერი ჰოლიუელთან, მელანი ბრაუნთან და მელანი ჩიზჰოლთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა.

გოგონები იმედოვნებენ, რომ მათი პირველი ერთობლივი გამოსვლა დასამახსოვრებელი გახდება: კერძოდ კი, ისინი გეგმავენ, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში იმღერონ, რომელიც 19 მაისს გაიმართება. ჯერი ჰოლიუელის მტკიცებით, 90-იან წლებში მეგანი მათი დიდი თაყვანისმცემელი იყო, ამიტომ მას ეს შეთავაზება ნამდვილად გაუხარდება.

Love my girls!!! So many kisses!!! X Exciting x #friendshipneverends #girlpower

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham) on