ვიქტორია ბექჰემი Spice Gils-ის დაბრუნებას გამოეხმაურა

ვიქტორია ბექჰემი Spice Gils-ის დაბრუნებას გამოეხმაურა
შოუბიზნესი / ნოემბერი 8, 2018

ამ დღეებში, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Spice Girls დაბრუნდა. ,,წიწაკებმა” ქსელში პირველი ერთობლივი ფოტო და ვიდეომიმართვა გაავრცელეს და ბრიტანეთში დაგეგმილი კონცერტები დააანონსეს.

აღსანიშნავია, რომ კოლექტივი ბრიტანულ ტურნეს ვიქტორია ბექჰემის გარეშე გამართავს, რომელიც ბენდის დაბრუნებას ,,ინსტაგრამზე” გამოეხმაურა.

,,Spice Gils-ში ყოფნა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა სცენაზე გოგონებს ვეღარ შევუერთდები. ვიცი, რომ ისინი ძველ და ახლანდელ თაყვანისმცემლებს შთამბეჭდავ შოუს უმზადებენ. დაუვიწყარი დროის გატარებას გისურვებთ”,- დაწერა 44 წლის ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ Spice Girls 1994 წელს, ინგლისში ჩამოყალიბდა. ბოლოს ჯგუფი სრული შემადგენლობით, 2012 წელს, ლონდონში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე გამოჩნდა.

საკვანძო სიტყვები