„ვიკინგები“ მეექვსე სეზონით გააგრძელეს

„ვიკინგები“ მეექვსე სეზონით გააგრძელეს
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2017

საკაბელო ტელეარხმა History ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სერიალი „ვიკინგები“ მეექვსე სეზონით გაგრძელდება. მაიკლ ჰერსტის ისტორიული დრამის ახალი სეზონი 20 სერიისგან იქნება შემდგარი, გადაღებები კი უახლოეს მომავალში ირლანდიაში დაიწყება. ცნობილი ხდება ისიც, რომ ერთ-ერთი  ეპიზოდის რეჟისორი სერიალის ვარსკვლავი, კეტრინ უინიკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მეხუთე სეზონის პირველი ნახევრის პრემიერა 29 ნოემბერს იგეგმება, მეორე ნახევარს კი 2018 წელს უჩვენებენ.

უკანასკნელი მონაცემებით, მეოთხე სეზონის ყოველ სერიას თვალს დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა.

საკვანძო სიტყვები