ვიდეო, რომელშიც „მოკალი ბილის“ გადაღებებზე უმა ტურმანი ავარიაში მოყვა

ვიდეო, რომელშიც „მოკალი ბილის“ გადაღებებზე უმა ტურმანი ავარიაში მოყვა
შოუბიზნესი / თებერვალი 6, 2018

The New York Times-მა უმა ტურმანის ავტოავარიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მსახიობს ფილმის „მოკალი ბილი“ გადაღებებზე შეემთხვა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

მსახიობის თქმით, მას არ სურდა საჭესთან დაჯდომა, თუმცა რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს დაჟინებული მოთხოვნით იძულებული გახდა მაინც დამჯდარიყო.

„ეს იყო სასახლე საბურავებზე. სავარძელი კარგად არ იყო გასწორებული, გზა კი ქვიშიანი და არათანაბარი იყო“, – ყვება ვარსკვლავი.

მიუხედავად ტარანტინოს მტკიცებისა, რომ გზა უსაფრთხო იქნებოდა, უმა ხეს დაეჯახა. შედეგად მრავლობითი დაზიანებებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.