Victoria’s Secret-ის წლევანდელი შოუ შანხაიში გაიმართება

Victoria’s Secret-ის წლევანდელი შოუ შანხაიში გაიმართება
შოუბიზნესი / აგვისტო 30, 2017

ცნობილი გახდა, რომ Victoria’s Secret-ის წლევანდელი შოუ შანხაიში 28 ნოემბერს გაიმართება. შარშან ჩვენებას პარიზი მასპინძლობდა.

რაც შეეხება შოუში მონაწილეთა სიას, მასში ბევრი ცნობილი სახე მოხვდა: ჯიჯი და ბელა ჰადიდები, მარტა ჰანტი, ჟასმინ ტუკსი, კენდის სვეინპოლი, ბეჰატი პრინსლუ და რა თქმა უნდა, ადრიანა ლიმა და ალესანდტრა ამბროსიო.

რომელი მომღერლები გააფორმებენ შოუს მუსიკალურად, ჯერ-ჯერობით უცნობია. თავის დროზე, Victoria’s Secret-ის შოუში ლედი გაგა, ედ შირანი, არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი, The Weeknd, ადამ ლევინი და სხვა ვარსკვლავები გამოსულან.