„ვერ ვშორდები ამ ლამაზ ბავშვებს“ – რონალდომ შვილებთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა

„ვერ ვშორდები ამ ლამაზ ბავშვებს“ – რონალდომ შვილებთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა
შოუბიზნესი / დეკემბერი 27, 2017

მიმდინარე წლის ივნისში კრიშტიანო რონალდო ტყუპების მამა გახდა, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა. იმ პერიოდში მათ გარდა, რონალდოს 7 წლის ვაჟიშვილიც ჰყავდა, რომელიც ქვეყანას ამავე გზით მოევლინა. ნოემბერში სპორტსმენსა და მის მეგობარ გოგოს, ჯორჯინა როდრიგესს ქალიშვილი, ალანა მარტინი შეეძინათ.

ამ დღეებში კრიშტიანომ „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტო გააზიარა უმცროს შვბილებთან ერთად: „ვერ ვშორდები ამ ლამაზ ბავშვებს“, – დააწერა კადრს სპორტსმენმა, რომელმაც უახლოს საათებში 4 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.