ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ

ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს დაშორდნენ
შოუბიზნესი / დეკემბერი 25, 2017

ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანი 2 წელს ითვლის. ერთი შეხედვით წყვილის ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურად იყო: პაპარაცები ხშირად აფიქსირებდნენ მათ ერთად, სოციალურ ქსელშიც ისინი ერთმანეთის ფოტოებს აზიარებდნენ. თუმცა მოულოდნელად, 51 წლის მსახიობი და 20 წლის მოდელი ერთმანეთს დაშორდნენ.

მიზეზად ტინასა და რეპერ A$AP Rocky-ის ურთიერთობა სახელდება. ბოლო დროს, ახალგაზრდა ლამაზმანს რეპერის გარემოცვაში ხშირად ხედავდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვენსანმა და ტინამ ერთმანეთი იბიცაზე გაიცნეს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები