,,ვენომი” კინოგაქირავების ლიდერია

,,ვენომი” კინოგაქირავების ლიდერია
შოუბიზნესი / ოქტომბერი 15, 2018

Sony-ის ბლოკბასტერი ,,ვენომი”, რომლის პრემიერა დიდ ეკრანებზე 5 ოქტომბერს შედგა, აშშ-ის ბოქს-ოფისების ლიდერია.

,,მარველის” კომიქსების ერთ-ერთი ანტიგმირის ეკრანიზაციამ, გამოსვლიდან მეორე კვირას $35,7 მილიონი გამოიმუშავა, რითაც ყველა კონკურენტ ფილმს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, ფილმის შემოსავალი საშინაო კინოგაქირავებაში $142,8 მილიონია.

რეიტინგის მეორე ადგილს ,,ვარსკვლავის დაბადება’‘ იკავებს, რომელმაც $28 მილიონი გამოიმუშავა.

მესამე ადგილზეა ,,პირველი ადამიანი მთვარეზე” რაიან გოსლინგის მონაწილეობით, რომლის შედეგი გასულ უიქენდზე $16,5 მილიონია.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ: ,,საშინელი არსებები 2: დაუღალავი ჰელოუინი” ($16,2 მლნ.), ,,სმოლფუტი” ($9,3 მლნ.), ,,ღამის სკოლა” ($8 მლნ.), სასტუმრო ,,ელ როიალი”” ($7,2 მლნ.), ,,ჯადოსნური საათების სახლი” ($3,97 მლნ.), ,,შენი სიძულვილი” ($1,8 მლნ.) და ,,ემილის საიდუმლო” ($1,4 მლნ.)