„ვარსკვლავურმა ომებმა“ „პოტერიანას“ რეკორდი მოხსნა

„ვარსკვლავურმა ომებმა“ „პოტერიანას“ რეკორდი მოხსნა
შოუბიზნესი / იანვარი 4, 2018

„ვარსკვლავურმა ომებმა“, რომელიც კინოგაქირავებაში რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა, „პოტერიანას“ რეკორდი მოხსნა. კოსმოსური საგის რეზულტატი ამ დროისთვის 9 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, მაშინ, როდესაც ჰარი პოტერის შესახებ ფილმის მოგება თითქმის 8 მილიარდ 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება, რადგან ფილმი ამჟამად კვლავ მსოფლიო კინოგაქირავებაშია, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი მეცხრე ნაწილის გამოსვლა იგეგმება, მაშინ, როდესაც „პოტერიანას“ ახალი ნაწილები კინოგაქირავებაში უფრო დიდი ინტერვალით გამოდის.