„ვარსკვლავური ომების“ პრემიერის თარიღი შეიცვალა

„ვარსკვლავური ომების“ პრემიერის თარიღი შეიცვალა
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2017

კინოსტუდიამ Lucasfilm „ვარსკვლავური ომების“ მეცხრე ეპიზოდის პრემიერის თარიღი შეცვალა. დაგეგმილი 2019 წლის 24 მაისის ნაცვლად, დიდ ეკანებზე ის 2019 წლის 20 დეკემბერს გამოვა. ცვლილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო ეპიზოდს სათავეში რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი ჩაუდგა, რომელმაც ამ პოსტზე კოლინ ტრევოროუ შეცვალა. ამ უკანასკნელმა პროექტი სტუდია Lucasfilm-თან შეუთანხმებლობის გამო დატოვა.

რაც შეეხება ჯეი ჯეი აბრამსს, მას ეკუთვნის პროექტის ყველაზე შემოსავლიანი, მეშვიდე ნაწილი, რომელმაც მსოფლიო კინოგაქირავებაში ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე მომგებიან პროექტებს შორის მესამე ადგილზე განთავსდა.