,,ვარსკვლავის დაბადება” – ქსელში ფილმის საუნდტრეკი გამოჩნდა

,,ვარსკვლავის დაბადება” – ქსელში ფილმის საუნდტრეკი გამოჩნდა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 5, 2018

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ქვეყანას ვარსკვლავი მოევლინა. საუბარია, ბრედლი კუპერის სადებიუტო რეჟისორულ ნამუშევარზე A Star Is Born, რომლის პრემიერა დიდ ეკრანებზე ფილმის საუნდტრეკთან ერთად შედგა.

ალბომზე, რომელშიც 17 ორიგინალური სიმღერა შედის, კუპერმა ლედი გაგასთან, ლუკას ნელსონთან, ჯეისონ ისბელთან, მარკ რონსონთან და სხვებთან ერთად იმუშავა.

აღსანიშნავია, რომ დისკში შესაძლებელია ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავის, ედიტ პიაფის კომპოზიციის La Vie en rose განსხვავებული ვერსიის მოსმენაც, რომელსაც გაგა ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ კრებულის ოფიციალურ რელიზამდე რამდენიმე დღით ადრე, ქსელში ფილმის პირველი საუნდტრეკი გავრცელდა.