ვარსკვლავების ყველაზე ლამაზი სახლები: სად ცხოვრობენ ცნობილი ადამიანები (ფოტო)

ვარსკვლავების ყველაზე ლამაზი სახლები: სად ცხოვრობენ ცნობილი ადამიანები (ფოტო)
საინტერესო / აგვისტო 11, 2017

საკმაოდ დიდი ჰონორარები ვარსკვლავებს საშუალებას აძლევს, თავი მდიდრული ვილებითა და აგარაკებით გაინებივრონ. მათი საცხოვრებლები ხშირად ერთმანეთზე უკეთესი და ძვირადღირებულია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის სახლს:

კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი

”სამეფო კარის თამაშების” მსახიობები უკვე ერთად ცხოვრობენ. აღმოსავლეთ ინგლისში სახლი მათ 2,2 მილიონად შეიძინეს და მას ქალაქგარეთ დასვენებისთვის და არა მუდმივ საცხოვრებლად გამოიყენებენ.

ბიონსე და ჯეი-ზი

ბიონსეს მშობიარობის შემდეგ, წყვილმა მალიბუში მდებარე მდიდრული ვილა 400 ათას დოლარად იქირავა. მასში 10 საძინებელი, 14 სააბაზანაო, ბიბლიოთეკა, ბილიარდის ოთახი, ღვინის მარანი, სატრენაჟორო დარბაზი და სახლის კინოთეატრია.

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი

ვარსკვლავურმა წყვილმა ცოტა ხნის წინ იყიდა სახლი სანტა-ბარბარაში 10 მილიონ დოლარად. მასში 6 საძინებელი, 6 აბაზანა, დიდი მისაღები ოთახი და ოკეანის პირადი სანაპირო შედის.

რობერტ დაუნი-უმცროსი

ტონი სტარკმა ცოტა ხნის წინ 3,5 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი შეიძინა, რომელიც რკინის კაცის მალიბუს საცხოვრებელს ძალიან ჰგავს.

ნატალი პორტმანი

მსახიობი დიდი ხანია ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის მეზობელია. ნატალიმ და მისმა მეუღლემ სახლი 7 მილიონად შეიძინეს და მასში 4 საძინებელი, 5 აბაზანა, ორი მისაღები ოთახი, დიდი აუზი და ოკეანის ხედით ტერასაა.

სელენა გომესი

სელენა გომესმა სახლი 2,25 მილიონ დოლარად შეიძინა. მასში 4 საძინებელი, 4 აბაზანა, ბიბლიოთეკა და სპა-ზონა არის განთავსებული. მალევე, მასთან ახლოს სახლი შეიძინა მისმა ბოიფრენდმა The Weeknd-მა.

ლეონარდო დიკაპრიო

მალიბუში დიკაპრიოს მდიდრული ვილა ”მილიარდერების სანაპიროზე” მდებარეობს. ბუნებრივია, საცხოვრებველი თითქმის უნაკლოა.

ემილია კლარკი

”სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი საბოლოოდ გადასახლდა ლოს-ანჯელესში. 4,64 მილიონად მოკრძალებული სახლი მან 2016 წლის შემოდგომაზე იყიდა.