ვარსკვლავები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერ ტელემარათონში

ვარსკვლავები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერ ტელემარათონში
შოუბიზნესი / სექტემბერი 13, 2017

სამშაბათს საღამოს, ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმქომედო საღამო Hand in Hand გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს ა კატეგორიის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მიზეზი – ქარიშხალ „ირმასა“ და „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულთა დახმარება იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბიონსე, ჯასტინ ბიბერი, ჯორჯ კლუნი, შერი, ლეონარდო დიკაპრიო, სტივ უანდერი, ჯეიმი ფოქსი და სხვები. ისინი მოუწოდებდნენ მაყურებლებს, რომ კატასტროფის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარონ.

ტელემარათონში, რომლებსაც ცნობილი სახეები უძღვებოდნენ, პირველივე საათის მანძილზე 14 მილიონი დოლარი მოგროვდა.

საღამო სტივ უანდერმა გახსნა, რომელმაც თავისი ცნობილი ჰიტი Lean on me გოსპელ-გუნდთან ერთად შეასრულა.

ბიონსე ვიდეომიმართვაში რასობრივ თემატიკას შეეხო და განაცხადა, რომ ადამიანები კანის ფერისა და გენდერული მაჩვენებლების მიუხედავად ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. „სტიქია ყველას გვაერთიანებს. ის ვერ ხედავს, ემიგრანტი ხარ, ფერადკანიანი, მუსლიმი, მდიდარი თუ ცუდი ადამიანი… ყველა ერთნი ვართ“, – განაცხადა ბიონსემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ორმა ძლიერმა ქარიშხალმა ამერიკის სამხრეთ ნაწილს გადაუარა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი ჯერ კიდევ არ არის, რაც შეეხება ზარალს, ის ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები