ვარსკვლავები, რომლებსაც ვარჯიში სძულთ

ვარსკვლავები, რომლებსაც ვარჯიში სძულთ
შოუბიზნესი / აპრილი 17, 2018

პოპულარული ადამიანების დიდი ნაწილი ცხოვრების ჯანსაღ წესს აქტიურად მისდევს და ამის აფიშირებას ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ახდენს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ვარჯიში და ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა მიუღებელია და ამას არც მალავენ.

 

კირა ნაიტლი

ამ ლამაზმანს, მართალია, წონის პრობლემა ნაკლებად აწუხებს, თუმცა აღიარებს, რომ არ ადევნებს თვალ-ყურს კვებას და სძულს სპორტდარბაზი.

 

ჯენიფერ ლოურენსი

ვარსკვლავს აზრადაც არ მოსდის, უარი თქვას საყვარელ საკვებზე და იაროს სპორტდარბაზში. „ხანდახან ვფიქრობ, რას იტყვის ხალხი, შემდეგ კი ვხვდები – არ მაინტერესებს! მომეცით ერთი ჰოთ-დოგი და ბამბის ნაყინი!“

 

ემა სტოუნი

მან არაჩვეულებრივი ხრიკი მოიგონა: მსახიობი აცხადებს, რომ დარბაზში არამოტივირებული აგრესიის შეტევები ეწყება: „ყველაფერი ამ რკინების ბრალია!“ – ირწმუნება ემა.

საკვანძო სიტყვები