ვარსკვლავები, რომლებსაც სასიყვარულო ურთიერთობებიდან მხოლოდ ტატუ შერჩათ

ვარსკვლავები, რომლებსაც სასიყვარულო ურთიერთობებიდან მხოლოდ ტატუ შერჩათ
შოუბიზნესი / სექტემბერი 5, 2018

მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ სხეულზე ტატუს გაკეთება წლების წინ ძალიან აქტუალური იყო. ვარსკვლავური წყვილები და არამხოლოდ ამ მეთოდს ერთმანეთისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად თანამედროვე სამყაროშიც ხშირად მიმართავენ, წარუმატებელი სასიყვარულო რომანების შემდეგ კი ბევრს ნანობენ.

ამ მიმართულებით რეკორდსმენები ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი არიან, ჯონის სხეულზე დასრულებული რომანის ამსახველი ორი, ანჯელინას კი სამი ტატუ დარჩა სამახსოვროდ.

რიანა, ჯასტინ ბიბერი, ნიკი რიდი, კოლინ ფარელი კეილი კუოლო, რაიან სვიტინგი, ტომ ჰარდი, ჰაიდი კლუმი, ევა ლონგორია და კიდევ უამრავი ცნობილი სახის სხეული დღემდე ინახავს ყოფილი სიყვარულის სიმბოლოს.