ვანესა პარადიმ და სემიუელ ბენშერტრიმ იქორწინეს

ვანესა პარადიმ და სემიუელ ბენშერტრიმ იქორწინეს
შოუბიზნესი / ივლისი 2, 2018

ვანესა პარადი და ჯონი დეპი ერთად 14 წელი იყვნენ – 1998 წლიდან 2012 წლამდე მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე დეპს საყვარელი ქალი საკურთხეველთან არ მიუყვანია.

ჯეკ ბეღურას როლის შემსრულებელთან დაშორების შემდეგ, ვანესამ მალევე იპოვა ახალი სიყვარული და ეს ფილმის „ძაღლი“ გადაღებებზე მოხდა. მსახიობმა რომანი სემიუელ ბენშერტრისთან გააბა.

ამ დღეებში კი, რეჟისორი და მსახიობი ოფიციალურად გახდნენ ცოლი და ქმარი. მოკრძალებული ცერემონია სენ-სიმეონში გაიმართა. 45 წლის პარადის მაქმანებიანი თეთრი კაბა ეცვა, მის მეუღლეს კი კლასიკური მუქი ლურჯი პიჯაკი.

პატარძლის ხელისმომკიდე მისი ქალიშვილი, ლილი-როუზ დეპი იყო.