ვან დამს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ

ვან დამს ჰომოფობიაში ადანაშაულებენ
შოუბიზნესი / ივლისი 4, 2018

მსახიობი ვან დამი კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ერთსქესიანთა ქორწინებაზე ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.

მისი თქმით, ქალის მოვალეობა შვილების აღზრდაა, მამაკაცს კი ოჯახში ფული უნდა შემოჰქონდეს. გადაცემას საფრანგეთის გენდერული საკითხების მდივანიც ესწრებოდა, რომელმაც ვან დამს საუბარი გააწყვეტინა და განაცხადა, რომ შოკირებულია მისი საუბრით. მსახიობმა კი უპასუხა, რომ მას ბევრი ჰომოსექსუალი მეგობარი ჰყავს და არაფერი მათი საწინააღმდეგო არ აქვს, მაგრამ თუ მუდმივად კაცები კაცებზე, ხოლო ქალები ქალებზე იქორწინებენ, ბავშვები ვეღარ გაჩნდებიან.

ამ ტელეეთერის შემდეგ, ვან დამს ჰომოფობიაში მასობრივად ადანაშაულებენ. ტელევიზიაში კი, სადაც ეს გადაცემა გავიდა, მაყურებლის მხრიდან უამრავი პრეტენზია შევიდა.

საკვანძო სიტყვები