უსადენო დამტენი iPhone-ის ბატარეას რამდენიმე თვეში ანადგურებს

უსადენო დამტენი iPhone-ის ბატარეას რამდენიმე თვეში ანადგურებს
Hi Tech / მარტი 13, 2018

ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ iPhone X-ისა და iPhone 8-ის უსადენო დამტენი სმარტფონებს გაცილებით მალე აფუჭებს, ვიდრე ჩვეულებრივი „კლასიკური“ დამტენი.

კვლევის ავტორმა, ედრიან კინგსლი-ჰიუზმა აღნიშნა, რომ Apple-ის აკუმულატორი 500 დატენვის შემდეგ უსარგებლო ხდება. უსადენო დამტენით სარგებლობა მან სექტემბერში დაიწყო, მარტისთვის კი მისმა iPhone-მა 135იან ციკლს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 20 თვეში მისი სმარტფონი უფუნქციო გახდება, მაშინ, როდესაც ბატარეის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3 წელია.

მისივე თქმით, უსადენო ციკლზე გადასვლით iPhone გაცილებით მალ-მალე ჯდება და ის იძულებულია, მოწყობილობა საკმაოდ ხშირად დატენოს.

საკვანძო სიტყვები