“ურჩხული და მზეთუნახავი”: ფილმის ახალი ტრეილერი და ფოტოები

“ურჩხული და მზეთუნახავი”: ფილმის ახალი ტრეილერი და ფოტოები
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2016

მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები დიდი ხნის წინ დასრულდა, სტუდია „დისნეი“ არ ჩქარობს, თაყვანისმცემლები გაახაროს ახალი მასალებით და იშვიათად აქვეყნებს კადრებს ფილმიდან, სადაც მთავარ როლს ემა უოტსონი ასრულებს.

ამ დღეებში კომპანიამ უოტსონისა და დენ სტივენსის მონაწილეობით რამდნეიმე პოსტერი გამოაქვეყნა. ეს უკანასკნელი ურჩხულის როლს ასრულებს.

„ურჩხული და მზეთუნახავი“ – „დისნეის“ კლასიკური მულტფილმის რიმეიქია, რომელიც 1991 წელს გამოვიდა. ემა უოტსონისა და დენ სტივენსის გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ: ლუკ ევანსი, იენ მაკგრეგორი, ემა ტომპსონი, სტენლი ტუჩი და იენ მაკელენი. დიდი ეკრანებზე ფილმი 2017 წლის 16 მარტიდან გამოვა.

31cb7b977f9d8efa8d05079536fb34ea

f3fa29906bade09d580a148a8c415f00

პოპულარული სიახლეები