უმჯობესდება თუ არა სიგნალი სმარტფონის მაღლა აწევის დროს?

უმჯობესდება თუ არა სიგნალი სმარტფონის მაღლა აწევის დროს?
Hi Tech / იანვარი 4, 2018

მობილური დევაისების თითქმის ყველა მფლობელი, ქსელური სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში ავტომატურად მაღლა წევს ხელს, რადგან მიიჩნევს, რომ ზევით უკეთესი დაფარვაა.

ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება პროფესორმა რაის ლინ ჩჟუნმა გამოთქვა. მისი აზრით, ეს ჟესტი ადამიანებში უბრალო ინსტინქტია და სხვა არაფერი. მისი აზრით, ქსელური კავშირგაბმულობა არ გაუმჯობესდება ტელეფონის მაღლა აწევით, რადგან სიგნალი თანაბრად გადაიცემა და აღნიშნული მოქმედება სრულიად უსარგებლოა. იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, უმჯობესია ახლო პერიმეტრში გადაადგილდეთ და სიგნალს სადმე აუცილებლად დაიჭერთ.

ჩჟუნის თქმით, კავშირგაბმულობის ხარისხი პრობლემური როგორც ღია, ასევე მჭიდრო გარმოშიც შეიძლება გახდეს, ეს კი გარშემო მყოფი შენობების „დამსახურებაა“, რომლებიც სიგნალს მოწყობილობამდე მისვლაში უშლის ხელს.

საკვანძო სიტყვები