ულამაზესი ჯულია რობერთსი მალიბუში შოპინგისას გადაიღეს (ფოტო)

ულამაზესი ჯულია რობერთსი  მალიბუში შოპინგისას გადაიღეს (ფოტო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 14, 2018

ჯულია რობერთსი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის მალიბუს ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან გამოდიოდა. მსახიობმა მარკეტი სავსე კალათით მარტომ დატოვა. საინტერესოა, რომ 50 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა სპორტულ ზოლიან სვიტერსა და მოკლე ჯინსის ქვედაბოლოში. ანსამბლს თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ასრულებდა. ამ ფორმაში ჯულია კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა საკუთარ გმირს 90-იანი წლების საკულტო ფილმიდან „ლამაზმანი“.

საინტერესოა, რომ ბოლო დროს ჯულია რობერთსმა ერთროულად ორი კინოპროექტი წარადგინა. მალე მაყურებელი მსახიობის მონაწილეობით ახალ სრულმეტრაჟიან ფილმს „ბენის დაბრუნებას“ იხილავს. ასევე მალე გამოდის რობერთსის ახალი სერიალი „დაბრუნება სახლში“.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები