უიტნი ჰიუსტონი ბიძაშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა

უიტნი ჰიუსტონი ბიძაშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
შოუბიზნესი / მაისი 17, 2018

ინტერნეტში უიტნი ჰიუსტონის შესახებ დოკუმენტური ფილმის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც მისი ბავშვობის ტრაგიკული ფაქტებია ასახული.

სრულად, ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე ამ დღეებში შედგა. საარქივო ჩანაწერების გარდა, მასში ნაჩვენებია ვარსკვლავის ბავშვობაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიც, მათ შორის ისიც, რომ როდესაც უიტნი პატარა იყო, ბიძაშვილის მხრიდან ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 9 თებერვალს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგედიამდე მომღერალს ნარკოტიკებთან პრობლემები ჰქონდა.

საკვანძო სიტყვები