უილიამმა და კეიტმა საშობაო მისალოცი გამოაქვეყნეს (ფოტო)

უილიამმა და კეიტმა საშობაო მისალოცი გამოაქვეყნეს (ფოტო)
საინტერესო / დეკემბერი 19, 2017

კენსინგტონის სასახლემ პრინც უილიამისა და კეიტ მიდლტონის საშობაო მისალოცი გამოქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ფოტო ჯერ კიდევ მაშინ არის გადაღებული, სანამ კემბრიჯის ჰერცოგინია მესამე ბავშვზე იქნებოდა ორსულად. მასზე პრინცთან და მიდლტონთან ერთად მათი ორი შვილი, პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა პოზირებენ.

ფოტოს ავტორი კრის ჯექსონია, გადაღების ადგილი კი კენსინგტონის სასახლე იყო. ოთხივე მათგანს ჩაცმულობაში ცისფერი ტონი აქვს.

მისალოც ბარათთან ერთად, უილიამმა და კეიტმა ასევე ახალი ინფორმაციაც გამოაქვეყნეს: იანვრიდან პრინცესა შარლოტა The Willcocks Nursery School-ში ივლის.