უილ სმიტს არ მოსწონს, რომ მის ვაჟიშვილს კაბები აცვია

უილ სმიტს არ მოსწონს, რომ მის ვაჟიშვილს კაბები აცვია
შოუბიზნესი / ივნისი 12, 2018

უილ სმიტისა და ჯადა პინკეტ სმიტის ვაჟიშვილმა ჯეიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი მას ქალის ტანსაცმელი მოეწონება, სიამოვნებით ჩაიცვამს მას, იმის მიუხედავად, მოეწონება ეს ვინმეს თუ არა.

როგორც ჩანს, მის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ცნობილი მამა. ამის შესახებ ჯადა პინკეტმა ისაუბრა:

„უილს ამ ფაქტზე თავისი აზრი აქვს. როდესაც პირველად გაიგო მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ, დამირეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა საქმის კურსში. მე ვუპასუხე, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ის ბედნიერია ამით, მთავარიც სწორედ ეს არის“.

ჯეიდენის დედა აღნიშნავს, რომ მისი ვაჟიშვილის მხრიდან ეს საკმაოდ თამამი საქციელია, რადგან სხვა ადამიანებს ის არჩევანის თავისუფლებას უტოვებს და აჩვენებს, რომ ჩარჩოში მოქცევა საჭირო არ არის.

here's to highschool

A post shared by amandla (@amandlastenberg) on

https://www.instagram.com/p/BAFJuzoK4dd/?utm_source=ig_embed

A post shared by Jaden Smith (@c.syresmith) on