უილ სმიტისა და დევიდ ბექჰემის ვაჟები ყველაზე გავლენიან მოზარდებს შორის არიან

უილ სმიტისა და დევიდ ბექჰემის ვაჟები ყველაზე გავლენიან მოზარდებს შორის არიან
შოუბიზნესი / ნოემბერი 6, 2017

ჟურნალმა TIME-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მოზარდების ჩამონათვალი შეადგინა, რომელშიც 13-დან 19 წლამდე თინეიჯერები შევიდნენ.

რეიტინგი ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების სხვადასხვა სფეროში გავლენის მიხედვით შედგა.

რეიტინგში აღმოჩნდნენ როგორც ცნობილი ადამიანების შვილები – უილ სმიტის, სინდი კროუფორდისა და დევიდ ბექჰემის, ისე დამწყები მსახიობები.

სიის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი 13 წლის მსახიობი მილი ბობი ბრაუნია, რომელიც ძალიან სწრაფად ხდება პოპულარული.

რეიტინგში მაილი საირუსის და, ნოაც არის, რომელიც ცნობილი დასავით, მომღერალი გახდა.

გავლენიანი მოზარდების რეიტინგში 19 წლის მსახიობი, ელ ფანინგი, 15 წლის მოცეკვავე მადი ზიგლარი, 19 წლის შონ მენდესი და სხვა გავლენიანი თინეიჯერები შედიან.

 

 

პოპულარული სიახლეები